ჩვენ შესახებ - ანუ რატომ შეიქმნა პიპინიკები

Russana for Dire -ეს არის ბრენდი, რომელიც სიყვარულით, ხალისითა და ცოტაოდენი მაგიით შეიქმნა.

ჩვენი ტანსაცმელი გაფორმებულია საპიპინოებით, მაგრამ ეს მხოლოდ ვიზუალი არ არის - ისინი რეალურად აპიპინებენ! რადგან გვჯერა, რომ რაც აცვია ადამიანს, სწორედ ისაა მისი ხასიათის გაგრძელება.

ბრენდი Russana for Dire შეიქმნა ორი მეგობრის — მსახიობების რუსკა მაყაშვილისა და ლაშა ჯუხარაშვილის კოლაბორაციით. რომლებსაც ერთი მიზანი აერთიანებთ: შექმნან ტანსაცმელი და აქსესუარები, რომელიც არ აწესებს ჩარჩოებს და გაძლევს საშუალებას იყო ისეთი, როგორიც ხარ — ხალისიანი, გულწრფელი, თავისუფალი და... პიპინაა

ასე დაიბადა პიპინიკების იდეა — ტანსაცმლის, რომელიც არ იმალება, არ ჩუმდება და არ ცდილობს, იყოს სხვაზე უკეთესი

ისეთი რაღაც უნდოდათ, რასაც ჩაიცვამ, სარკეში გაიღიმებ და იტყვი:

“აუ, რა კარგ ხასიათზე ვარ!”

Russana for Dire არ არის მხოლოდ სტილი — ეს არის განწყობა, რომელიც მოგყვება ყოველდღიურად. იქნება ეს ქუჩაში, სახლში, კაფეში თუ სცენაზე, ჩვენი ლუქები გეხმარება, თავი იგრძნო კომფორტულად, გამორჩეულად და თავდაჯერებულად.

თუ გიყვარს კომფორტი, სიმსუბუქე, ცოტაოდენი სიგიჟე და ბევრი სიყვარულიეს ყველაფერი ჩვენ ბრენდშია.

შემოგვიერთდი და ჩაიცვი პიპინიკები შენც!

მოდი, ერთად დავაპიპინოთ

გაიცანი პიპინიკების შემქმნელები!

Creator 1Creator 2